მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის და უკრაინელები ნამდვილად აფასებენ, რომ გლობალური პოლიტიკის ასეთ ემოციურ პერიოდში ევროპის ერთიანობა შენარჩუნებულია და ევროპა გულწრფელად ცდილობს სწორად იმოქმედოს. ამასობაში, უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა განაახლეს მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა.
უკრაინა ომის პირველივე დღიდან მშვიდობისკენ ესწრაფვის და ყოველთვის ამბობდა, რომ ომი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება. უკრაინა არა მხოლოდ მზადაა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები მშვიდობისთვის, არამედ თავადაც სთავაზობს ამ ნაბიჯებს. მოვუწოდებ უკრაინის მხარდაჭერისკენ და ვაფასებ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც მშვიდობის მიღწევისთვის აქტიურად მუშაობენ. სწორედ ამ გზავნილით გამოვედი ევროპის საბჭოს წინაშე.





