ვალერი ზალუჟნი

ზალუჟნი: აშშ ანგრევს მსოფლიო წესრიგს

ვალერი ზალუჟნი
ZUMA PRESS/ALAMY

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვალერი ზალუჟნი აშშ "მსოფლიო წესრიგის განადგურებაში" დაადანაშაულა.

ზალუჟნის სიტყვებს გამოცემა The Times ციტირებს:

"არა მხოლოდ ბოროტების ღერძი ცდილობს შეცვალოს მსოფლიო წესრიგი... აშშ ანადგურებს მსოფლიო წესრიგს. ნათელია, რომ თეთრი სახლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური სამყაროს ერთიანობას. და ახლა ვაშინგტონი ცდილობს უსაფრთხოების საკითხები გადააბაროს ევროპას". 

გამოცემა ასევე წერს, რომ ზალუჟნის აზრით, NATO-მ შესაძლოა თავისი არსებობა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში რუსეთი "მოაკითხავს ევროპას".

კომენტარები