ვალერი ზალუჟნი

ზალუჟნი მოადგილის დაღუპვაზე: ერთ-ერთ საჩუქარში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო

ფოტო გენადი ჩასტიაკოვის სახლიდან 
Unian

გენადი ჩასტიაკოვის დაღუპვას გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი.

"დღეს ტრაგიკულ გარემოებებში, საკუთარ დაბადების დღეზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა ჩემი მოადგილე და ახლო მეგობარი მაიორი გენადი ჩასტიაკოვი. ერთ-ერთ საჩუქარში ამოქმედდა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გენადის დარჩა ცოლი და 4 შვილი. ვუსამძიმრებ ოჯახს.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდან გენადი იყო ჩემი საყრდენი, მან თავისი ცხოვრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლას მიუძღვნა.

მიზეზები და გარემოებები სასამართლო გამოძიების მსვლელობისას დადგინდება". – წერს ზალუჟნი.

უკრაინულ მედიაშ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩასტიაკოვს საჩუქარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილის თანაშემწემ, ა.ვ.ტიმჩენკომ გადასცა. 


კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი ხელყუმბარის აფეთქება გახდა.

ჩასტიაკოვი ოჯახთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. სახლში იმყოფებოდნენ ასევე მისი ცოლი, ვაჟიშვილი და ქალიშვილი. მძიმედ არის დაჭრილი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟი, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბინის დათვალიერებისას პოლიციამ ადგილზე კიდევ 5 ხელყუმბარა იპოვა.

კომენტარები