რუსული რეჟიმი

KRAB Coffee-ის მფლობელი: თავს დაგვესხნენ, ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი - მე კარგად ვარ

Krab Coffee-ს დამფუძნებლებს, რომლებიც აქციაზე მოქალაქეებს უფასო ყავითა და ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მეგობრებო, დღეს კრაბ კოფი არ იქნება, სამწუხაროდ. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა - ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ". - წერს ქრისტი პირველი, Krab Coffee-ს მფლობელი სოციალურ ქსელში.

მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები