ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუს გეოლოგებს იშვიათი წიაღისეულის მოძებნისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა 4 მარტს, მთავრობის ერთ-ერთ ბლოკთან შეხვედრაზე გააკეთა.
ლუკაშენკოს თქმით, გეოლოგიური დაზვერვა "ძალიან აქტუალური თემაა", რომლითაც ამჟამად მთელი მსოფლიოა დაკავებული:
"ამბობენ, რომ ჩვენ ბლომად იშვიათი მეტალები გვაქვს. დანარჩენიც უნდა მოვიძიოთ: ქიმია, ნავთობი, გაზი და ა.შ. მე შესაბამისი დავალება მივეცი შესაბამის მინისტრს". – თქვა ლუკაშენკომ.
პრეზიდენტმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ გეოლოგიური დაზვერვა ქვეყანაში არ არის განვითარებული სათანადო დონეზე, რის გამოც იშვიათი წიაღისეულის თემა სპეციალისტების ყურადღების მიღმა რჩება:
"იშვიათ წიაღისეულზე მხოლოდ ტრამპი საუბრობს. თქვენ ამ თემაზე ჯერ არ გიფიქრიათ. მიწაში ისინი ბევრია. იქნებ ჩვენ იმაზე არანაკლები გვაქვს, ვიდრე სხვებს"?
შეხვედრის ბოლოს ლუკაშენკომ ერთ-ერთ ვიცეპრემიერს "თხრისკენ და ძებნისკენ" მოუწოდა:
"ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თქვენთან ერთად დიდი შრომა მოუწევს. ეს არის მომავალი. უნდა ვთხაროთ, უნდა ვეძებოთ, რა გვაქვს ჩვენს მიწაში".





