"აქ ყველაფერი ბრიტანულია" - ასე უპასუხა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატის, მარიამ ლაშხის კითხვას მედიის კანონის განხილვის დროს. ლაშხმა გორდულაძეს ჰკითხა, კანონპროექტი რამდენად თანხვედრასა და კავშირშია ბრიტანულ მოდელთან.
"მოდით, დავიწყებ იმით, რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანულია - ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: როცა თვითრეგულირების მექანიზმი იქმნებოდა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, მაშინ ზუსტადაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული:. - თქვა გოდულაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.
დღეს, 3 მარტს, ივანიშვილის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.





