რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომების მიღების ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) კოლეგიის შეხვედრის წინაშე ისაუბრა.
"მიღებულ უნდა იყოს სერიოზული დამატებითი ზომები სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს საზღვრების დაცვის ნაყოფიერება პოტენციურად საშიშ მიმართულებებზე, არმიის ნაწილებთან, როსგვარდიის დანაყოფებთან, შსს-სთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობით, რადგან უზრუნველყოფილი იყო საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში ადამიანთა უსაფრთხოება." - თქვა პუტინმა.
ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა კონტრდაზვერვას მოუწოდა, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მუშაობა გააუმჯობესონ.
"რეგულარული ინფორმაციები და ანგარიშები აჩვენებს, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურების აქტიურობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების პერიოდის დროს გაიზარდა, გაიზარდა მათი ტექნიკური აღჭურვილობის დონე, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია სერიოზულად გავაძლიეროთ სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის კონტრდაზვერვითი დაცვა." - თქვა პუტინმა.
ასევე, მისივე თქმით, საჭიროა "ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან გადამწყვეტი და შეტევითი ბრძოლა" და "საზოგადოების გაყოფის მცდელობების აღკვეთა".
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, უკრაინელი სამხედროები კვლავ აკონტროლებენ რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მცირე ნაწილს კურსკის ოლქში.





