აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს, კიდევ ერთი თანასპონსორი ჰყავს.
აქამდე კანონპროექტს რესპუბლიკელი ჯო უილსონის გარდა, რომელიც მისი ავტორია, კიდევ 5 თანასპონსორი ჰყავდა, მათ შორის, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოჯეტი, რესპუბლიკელი მაიკლ ლოულერი და დემოკრატი ემანუელ კლივერი. ხოლო დღეს კანონპროექტს კიდევ ერთი კონგრესმენი, დემოკრატი ჯიმი პანეტა დაემატა.
კანონპროექტის სათაურში წერია, რომ მისი მიზანია აიკრძალოს აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან სხვა ნებისმიერი საქართველოს მთავრობის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აღიარება.
Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი" მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტზე სტივ კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.
კოენმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეაჩეროს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მისივე თქმით, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის უმეტესობა საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით არის დაინტერესებული, რისთვისაც "ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება" არის საჭირო.
ემანუელ კლივერიახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა". - თქვა კოენმა.