რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: კონფლიქტის შეჩერება ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე არ მოხდება

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კონფლიქტის ამჟამინდელ საზღვრებზე შეჩერება შეუძლებელია.

ყატარის დედაქალაქში გამართული ვიზიტის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრები ქვეყნის კონსტიტუციაშია დამტკიცებული. 

"ზოგიერთი ამბობს, მოდით დავტოვოთ შეხების ხაზზე, ეს იყოს რუსეთის, ხოლო ეს – უკრაინის. ასეთი რამ არ იქნება, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ხალხის ნებაზეა დაფუძნებული". - თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, ის, რაც უკრაინიდან დარჩება, ასევე უნდა "გათავისუფლდეს რასისტული კანონებისგან".

"იქ რჩებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უფრო კომფორტულია რუსულ ენაზე საუბარი, რომლებსაც სურთ თავიანთი წინაპრების ტრადიციების შენარჩუნება". - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები