მედიის კანონი

კობახიძე მედიის კანონზე: გვექნება სტანდარტები და ამოქმედების მექანიზმები

ეს კანონპროექტი ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას ითვალისწინებს. ეს სტანდარტები მანამდეც ისედაც იყო დადგენილი, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაბამისი კანონმდებლობა აღსრულდებოდა. ახალი კანონის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების მიხედვით, ამოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი აბსოლუტურად გამართულია და პარლამენტი მის მიღებას სათანადო ვადებში უზრუნველყოფს.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს - აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.

კომენტარები