კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არა თვითრეგულირება - სტანდარტზე ვთანხმდებით.
ჩავთვალოთ, რომ ეს არის შუქნიშანი - შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის ფერები (წითელი, ყვითელი, მწვანე) და ვიცით რას ნიშნავს ეს ფერები.
წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს და შუქნიშანი იყოს გამორთული - ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით.
ერთის მხრივ ვთანხმდებით [...]
[მიმართავს ჟურნალისტს]... თქვენი მანაქანაც კერძო მანქანაა, მაგრამ ის შუქნიშანი დგას კერძოსთვის, სახელმწიფო მანქანისთვისაც და ყველასთვის - ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს.
ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით - ჟურნალისტური მედია სტანდარტი დღეს მაუწყებლობის კანონში წერია, მათ შორის თვითრეგულაცია თუ არსებობს ამ წესების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეს.
ამ წესებზე ვთანხმდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს გათიშულია და ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავრთოთ შუქნიშანი, რომ ამუშავდეს წესები - ვთანხმდებით შუქნიშანზე, ვთანხმდებით მის ფერებზე და პრინციპზე.
როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას.
თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გვექნებოდა მისი კოლაფსი.





