დღევანდელ დღეს, ზუსტად 3 წლის წინ, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენად მკაფიოდ, ვაჟკაცურად და სწორხაზოვნად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გაახმოვანა ერთადერთი სწორი პოზიცია, როგორც ლიდერმა ამ ქვეყნისა. და ამას რა ამბავი მოყვა, "მრცხვენია ქართველობის" და მსგავსი გამოხმაურებები, ასეთი ტრენდი დაალაგეს მაშინ და ძალიან მალე დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის ის სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, მმართველი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება და სვლები იყო აბსოლუტურად სწორი და ერთადერთი უალტერნატივო გზა, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა. სატრაბახო იცით რა გვაქვს?! არა მარტო ფიზიკურად გადარჩენა მოვახერხეთ, არამედ გადარჩენის პარალელურად, მოვახერხეთ ეკონომიკური წინსვლა ისეთი, რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე.
ქართული ოცნება
მდინარაძე: 2022-ში ღარიბაშვილმა ვაჟკაცურად გაახმოვანა სწორი პოზიცია სანქციების არდადებაზე
tbl.ge/737p
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ
მამუკა მდინარაძექართული ოცნებარუსული რეჟიმიივანიშვილის რეჟიმიბიძინა ივანიშვილისაქართველო-რუსეთირუსეთი-საქართველო
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




