დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

საია: ოცნება კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ქართული ოცნება კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.

"მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი.

მიუხედავად ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინსტრირებას, რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონული მედიაგამოცემის, Ajara Times-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.

სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ გურიასა და აჭარაში რეგიონებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები, ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

კომენტარები