სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სპორტულ კომენტატორ სანდრო ცნობილაძესთან დაკავშირებით ბრალდებაზე არ არის საუბარი. მისივე თქმით, დაზარალებული ქალი მიუთითებდა პიროვნებაზე, რომლის სახლის ჩხრეკაც ჩატარდა.
"დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამასხველი ინტიმური ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პირონება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური ხასიათის ფოტომასალას. [...] ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. [...] დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, რომლის სახლის ჩხრეკაც ჩატარდა" - ამბობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ.
საგამოძიებო სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.





