სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს

რადიო თავისუფლება

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.

თავად ცნობილაძე ჩხრეკას აქციებზე მის აქტიურობას უკავშირებს. 

"არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. შესაბამისად, მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ჩვეულებრივად, იმას, რომ სულ აქციებზე ვარ და ამათი დედის ტ*ვნაც რომ უნდა გავაჩინო, მაგას ვუკავშირებ" - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ, ჩხრეკასთან დაკავშირებით. 

სანდრო ცნობილაძის სახლში სამართალდამცველები დღეს დილით მივიდნენ. 

კომენტარები