სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძეიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას შეუერთდება. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.

"გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები" - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

კომენტარები