ირაკლი კობახიძე

კობახიძე: 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა

"კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, რათა შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, პირდაპირი მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება"

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

კომენტარები