ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის

"რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტული საქმეები აღიძრა სამართალდამცავთა მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა და არ ეხება მთავრობას, ეს ეხება შესაბამის უწყებებს.

რაც შეეხება (ღარიბაშვილთან) ურთიერთობებს, მე ამასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე კომენტარი, გვქონდა რამდენჯერმე სატელეფონო საუბარი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდშიც იყო კომუნიკაცია, თუმცა ეს თქვენთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს ერთადერთი რამ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოში, ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, ამას უკავშირდება სხვა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა. თქვენ იცით, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ეს ეხება ნარკოტიკულ დანაშაულს და ეს ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ.

[...] მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, რასაც ვამბობდი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი იგივე დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მან ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, იმ სამი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან მოყოლებული, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ, ამიტომ რაც ვთქვი მაშინ შემიძლია იგივე დამოკიდებულება დღესაც გავიმეორო.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

კომენტარები