თბილისის მერია

თბილისის მერია: მოსული ნალექის გამო, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

თბილისის მერიის განცხადებით, უხვი ნალექის გამო, თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი იყრება.

"დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ თბილსერვის ჯგუფის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები