ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2 500 ლარით დააჯარიმეს

TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამართალდამრღვევად ცნეს და 2 500 ლარით დააჯარიმეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა. 

18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამენ. თვითმხილველებს მათ თავი პოლიციად წარუდგინეს.

ჯიოშვილი, ადვოკატის ცნობით, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. 

კომენტარები