ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TV პირველის დაკავებული ოპერატორი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს

TV პირველის დაკავებული ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

"ვიპოვეთ, არის ზაჰესში და მივდივართ". - წერს ადვოკატი Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ ჯიოშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. 

შსს-ს ცნობითTV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამენ. თვითმხილველებს მათ თავი პოლიციად წარუდგინეს.

კომენტარები