"მე ვაპირებ ვუთხრა მას [ტრამპს], რომ ‘შენ არ უნდა იყო სუსტი პრეზიდენტ პუტინთან. ეს არ არის შენი ხასიათი, ეს არ არის შენი საფირმო ნიშანი, ეს არ შედის შენ ინტერესებში.’ მე ვეტყვი, რომ ‘თუ უკრაინას დათმობ, რუსეთი არ შეჩერდება. ის არა მხოლოდ გაძლიერდება და გააგრძელებს ინვესტიციას [სამხედრო ინდუსტრიაში], არამედ ხელში ჩაიგდებს უკრაინას და მის არმიას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მათ შორის ამერიკული.’ [ეს იქნებოდა] უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა“
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მაკრონი: ტრამპს ვეტყვი, რომ "შენ არ უნდა იყო სუსტი პუტინთან. შენს ინტერესებში არ შედის"
tbl.ge/72yx
დაკოპირდა

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ მედიაში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ.
ამის შესახებ აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა განცხადება გააკეთა.
ამავე თემაზე
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
- შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა
- სირსკი: ჩემთვის მოულოდნელი იყო გაგება, რომ ბატონ მინისტრთან კონფლიქტი გვქონდა
- სარაკეტო განგაშის შემდეგ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალის მიმდინარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
- SBU: უკრაინულმა დრონებმა ოკუპირებულ ხერსონში FSB-ს საკოორდინაციო ცენტრს დაარტყეს




