სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა

ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ გენერალურ პროკურატურაში ზურაბიშვილზე ტიტუშკების თავდასხმის ფაქტზე გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს თბილისის აეროპორტში 18 თებერვლის გამთენიისას დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ვიდეო სამთავრობო პოსტივის პროპაგანდისტმა ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა და დაწერა, რომ "სალომემაც ისაუზმა დღეს, საუზმეზე გახარიასავით მასაც კვერცხები ჰქონდა და ასეთი გემო აქვს ქვეყნის ღალატს". 

ასევე გუშინ, 18 თებერვალს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა "ტიტუშკების" თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.

ეკა ბესელიას თქმით, როგორც თავდასხმისას, ასევე თავდასხმის შემდეგ ადგილზე არ იმყოფებოდა პოლიცია, რაც მისი შეფასებით მიანიშნებს იმაზე, რომ თავდასხმა "წინასწარ შეთანხმებული იყო".

როგორც ეკა ბესელია ამბობს, მომხდარის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რაც ადასტურებს მიყენებულ დაზიანებებს ნასროლი საგნების შედეგად. 

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მე-5 პრეზიდენტის თანმხლებ დაცვას შეუძლია თავდამსხმელთა იდენტიფიცირება  

"ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სახელდებულია, როგორც ძალადობა ორგანიზებულად ჯგუფის მიერ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე - როცა ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებები გამო და პოზიციის გამო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს აგრესია, ამაზე კიდევ ცალკე სპეციფიკური მუხლია არაადამიანური მოპყრობის.

დადასტურებულია, რომ ნასროლი საგნების შედეგად მიყენებული დაზიანება აღენიშნება - ფაქტია, რომ რაც არ უნდა ისროლო სახის არეში, როცა ესვრი ადამიანს შეიძლება იყოს სახიფათო 

მცირე ნაწილი გადაღებული აქვს პრეზიდენტის თანმხლებ პირს და ეს ვიდეო შენახული აქვთ, სადაც მინიმუმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია - ამ კადრებში ჩანს, შესაძლებელია მეტისაც, თუმცა იქ იყო დაახლოებით 10-ზე მეტი ადამიანი

არცერთი პოლიციელი იქ არ იდგა არც იქამდე და არც თავდასხმის მომენტში და არც შემდგომ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული იყო, რადგან როგორც წესი ის მუდამ პატრულირებს ჯგუფი. 

დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილს მათაც სცადეს მიმართვა პოლიციისთვის, მაგრამ არავის რეაგირება არ გაუკეთებია, 

პრეზიდენტმაც უთხრა დაცვას, შეამჩნიეს, სახეზე რამდენიმეს თანმხლები პირებიც იცნობენ, 4 ადამიანი ახლდა პრეზიდენტს, ოთხივე ადამიანი არის დასაკითხი". - თქვა ეკა ბესელიამ 

კომენტარები