სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა

მაჭარაშვილი: რა უკვირს ზურაბიშვილს? ვეუბნებოდით, რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა

ამბობდა [სალომე ზურაბიშვილი], რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო; ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში; ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. 

პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს, ვერ გავიგე ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? [...] 

აბა, რა ჰგონია ახლა ნებისმიერ ადამიანს. როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად, შეყუული რომ ხარ ადმინისტრაციაში და იცი, რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს, ხო გაგივა ეს დრო? ახლა, რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება.

ამბობს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

18 თებერვლის დილით, მიუნხენიდან დაბრუნებულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში თავს "ტიტუშკები" დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები