სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა

ზურაბიშვილი თავდასხმაზე: აეროპორტში უსაფრთხოება აღარ არის დაცული, პოლიცია არსად იყო

ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს საგარეო იმიჯს. არაფერი რომ არ ვთქვათ, იამზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა უსაფრთხოება აეროპორტში აღარ არის დაცული. არც გუშინ წინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, "ოცნების ყოფილ პრემიერს. არც მაშინ იყო პოლიცია არსად დასანახი და არც ამ დილით. 

ამ დილით უკვე ვიცოდით, უკვე იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. მე თუ ვიცოდი, ე.ი. ყველამ იცოდა, თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და გასასვლელში. 

იმიტომ რომ იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში.

ამბობს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს დილით აეროპორტში ტიტუშკები თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს/

კომენტარები