საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს. ვიდეოს სამთავრობო პოსტივის პროპაგანდისტი ლიზა გეგეჭკოდი ავრცელებს და წერს, რომ "სალომემაც ისაუზმა დღეს, საუზმეზე გახარიასავით მასაც კვერცხები ჰქონდა და ასეთი გემო აქვს ქვეყნის ღალატს".
ორი დღის წინ თბილისის აეროპორტში ტიტუშკები კვერცხებით დახვდნენ მიუნხენიდან დაბრუნებულ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელსაც.





