შსს-ს ცნობით, TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ინფორმაცია ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამენ. თვითმხილველებს მათ თავი პოლიციად წარუდგინეს.





