სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი" – კირცხალია ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კირცხალია თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ასეთი ქართული გამონათქვამია. რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ რაც წახალისებული იყო - თვითონ, იმ მხარეს, ერთი განცხადება გაეკეთებინა, როცა წლების განმავლობაში, ბულინგით, შეურაცხყოფითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით იყვნენ დაკავებული. ამ ყველაფრის შედეგია ის ბუნებრივი რეაქციები, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს უჩნდებათ". - თქვა კირცხალიამ.

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს

კომენტარები