რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კონგრესმენი კრენშოუ: ტრამპი არ დაუშვებს, ისტორიაში თავი პუტინზე "გაყიდულად" შეიყვანოს

[ვლადიმირ პუტინი] არც ისე ჭკვიანია. იგი ომში იბრძვის, რომელმაც მისი საზოგადოება გაანადგურა, ასობით ათასი რუსი მოკლა, მასიური შეცდომა დაუშვა და არასწორად გათვალა. არც იმდენად ჭკვიანია, რამდენადაც მას მივიჩნევდით.

ჩემი აზრით, უნდა მივცეთ ტრამპს საშუალება, წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს და მოვლენები განვითარდეს. დონალდ ტრამპს ვერავინ გამოიყენებს. გენერალმა [კით] კელოგმა ეს გარკვევით თქვა, რადგან ევროპელებმა ეს კითხვა დაუსვეს - "გაიყიდებითო?", იმისთვის, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული წინასაარჩევნო დაპირებისთვის - კელოგს მხოლოდ გაეცინა ამაზე.

არანაირი, აბსოლუტურად შანსი არ არსებობს, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ თავს ნებას მისცემს, ისტორიაში პუტინზე "გაყიდულად" შევიდეს. ის ამას არ დაუშვებს. ჯერ მხოლოდ საკუთარი მემკვიდრეობისთვის, მაგრამ მას ანაღვლებს გრძელვადიანი მშვიდობა, გრძელვადიანი ევროპული მშვიდობა.

თქვა აშშ-ს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დენ კრემშოუმ.

კომენტარები