არავის არ გამოუგონებია დიქტატურის დამარცხების სტრატეგია, წინააღმდეგობის გაწევის გარდა. რა თქმა უნდა, გარეგანი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურადაც მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობისთვის და ხშირად ამის გადმოცემას მთხოვენ, რომ სურთ, რომ დანახულები იყვნენ, გაგონილები იყვნენ და უნდათ, რომ სიმართლე ითქვას.
ერთი რამ, რაც ყოველთვის ძალიან კრიტიკულად აღიქმება, არის, როდესაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ კვლავ შეიძლება რაღაც გაკეთდეს, რათა ქართული ოცნება შეჩერდეს, სრულად რუსეთის მიმართულებით აღარ იაროს და ევროპას აღარ დაშორდეს, როდესაც ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ დასრულდა, ეს თამაში წაგებულია.
ასე რომ, ხალხი მოელის, რომ სიმართლე ითქვას, დაგმობა ცხადი იყოს, დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, რაიმე ფორმის პირდაპირ ინტერვენციას ან პირდაპირ მხარდაჭერას არავინ ელის, თუმცა არის სხვა რაღაცებიც, რაც ითქვა. მაგალითად, როცა ევროკავშირმა [...] თქვა, რომ ყველაფერს, რაც სამთავრობო პროგრამების დაფინანსების მხრივ მთავრობას მიეწოდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გადაცემოდა, აქ მოსვლამდე ყველა სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ვნახე, [...] ყველამ მითხრა, რომ არაფერი არ უნახავთ. იმ დროისთვის, როცა ეს [გადამისამართებული დახმარება] მოვა, შეიძლება გვიანი იყოს. [...]
მათ შეეძლოთ, გაეკეთებინათ ის, რაც უნგრეთმა ქნა, თუ უნგრეთს შეეძლო, მეორე დღეს ეღიარებინა, სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც კვირებისა და კვირების განმავლობაში არ აღიარებდნენ, შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია.
[ზომების მიღება] ქვეყნის დონეზეც შეიძლება, ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, მათ კონსენსუსის პოზიცია არ აქვთ. ისევ, რისი გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომელიც წინააღმდეგობას თავისით უწევს - ეს არის მედიის მხარდაჭერა, რეგიონებში მედიის მხარდაჭერა, მხარდაჭერა იმის, რაც თავისით შექმნის პროცესშია [...] რაც არის პროფკავშირები, ადგილობრივი პროფკავშირები, ყველაფერი ეს სამოქალაქო საზოგადოება არის და მისი მხარდაჭერა შეიძლება.