თბილისი ენერჯის განცხადება

თბილისი ენერჯი: 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია

Getty Images

თბილისი ენერჯის განცხადებით, 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.

"ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით გაზი არ ჩაირთო.

ავარიის ლიკვიდაციაში კომპანია სრული რესურსით ამ დრომდე ჩართულია.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო". - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკში 17 თებერვალს შპს თბილისი ენერჯის საჯარო მოსმენა გაიმართება.

კომენტარები