კომპანია თბილისი ენერჯი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 8 საათიდან განახლდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ვაკის რაიონს სრულად მიეწოდება გაზი, ხოლო საბურთალოზე მომხმარებელთა 65%-ს აქვს წვდომა გაზზე.
აღდგენის პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
"ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა.
კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე.
ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი.
საბურთალოზე ამ დროისთვის 65% ჩართულია.
გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით". - წერს თბილისი ენერჯი





