აშშ-ს ტარიფები

ფონ დერ ლაიენი: EU-ს წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფის დაწესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.

ფონ დერ ლაიაენის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასანანია, რადგან ტარიფები გადასახადებია, რაც ბიზნესისთვის ცუდია, მომხმარებლებისთვის კი უარესი.

"ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშებს, ბიზნესსა და მომხმარებლებს". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე "გამონაკლისების გარეშე" 25%-იანი ტარიფი დააწესა.

კომენტარები