ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ცუცქირიძე: შევთანხმდით იმაზე, რომ უფრო მჭიდრო კოორდინაცია გვექნება

ჩვენ ბუნებრივია ვსაუბრობთ ყველა მნიშნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს არის აქტუალური ამ ქვეყანაში ჩვენი წინააღმდეგობისთვის და თავისუფლების დასაცავად.

გვქონდა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიაროთ წინ, როგორც საერთაშორისო დიპლომატიის თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის შიგნით იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.

შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება რეგულარული შეხვედრები და შევთანხმდით იმაზეც, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დამნაშავეა ადამიანების ცემაში, ძალადობაში, რეპრესიასა და  ტერორის განხორციელებაში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის თუ სხვა ქუჩებში პასუხი უნდა აგოს მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაში და მათ წინააღმდეგაც უნდა ამოქმედდეს ის სანქციები, რომლებიც მათ შეუძლიათ რომ დააწესონ.

თქვა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციური პარტიების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები