ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ვაშაძე: ჩვენ ერთობლივად გავაკეთებთ დანაშაულებრივი სისტემის შემსრულებლების სიას

ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ეს არის.

ვისაუბრეთ, მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც საქართველოს შეეხება, ასევე, მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება და შევთანხმდით ერთ საკითხზე ასევე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის შემსრულებლები არიან. ვინ არიან ესენი? იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, ცრუ მოწმე და სხვადასხვა მტკიცებულებების გამყალბებლები. ჩვენ ყველას გვაქვს ეს მონაცემები მოგროვებული და ჩვენ პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა, იმისთვის, რომ მათი სანქცირება, ან მაგალითად, გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხები დაისვას, თავისი მტკიცებულებებით.

მაგრამ მთავარი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პოზიტიური ამ შეხვედრაში არის ის, რომ შევთანხმდით საერთო ფორმატზე, პლატფორმაზე, სადაც მუდმივად გვექნება ერთიანი სამოქმედო პოზიცია.

თქვა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები