რუსული რეჟიმი

ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარით დააჯარიმა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით 500 ლარით დააჯარიმა.

გაფრინდაშვილის თქმით, იმ კონკრეტულ საათზე, რა დროსაც ბრალდების მხარე მას გზის გადაკეტვას ედავებოდა, რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

"ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან გზის გადაკეტვას, სამწუხაროდ იქ იმ დროს არ ვიყავი, ვიყავი სანაპიროზე, "მაკდონალდსში".

კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვის არის ვერ გეტყვით". - უთხრა ჟურნალისტებს გაფრინდაშვილმა.

კომენტარები