აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ელაპარაკა.
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა New York Post-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპის თქმით, მას ჯერა, რომ "პუტინს ბრძოლის ველზე დაღუპულები მართლა ადარდებს".
"მას უნდა, რომ ადამიანებმა სიკვდილი შეწყვიტონ" - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მას, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან.
დასმულ კითხვაზე, თუ რამდენჯერ ულაპარაკიათ ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან, ტრამპმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "უმჯობესია არ თქვას".
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ომის დასრულების კონკრეტული გეგმა აქვს.
"იმედი მაქვს, ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველდღე იღუპება. უკრაინაში ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა, რომ ეს წყეული რამ დავასრულო" - თქვა ტრამპმა.





