სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება - ინფორმაციას მე-5 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს.
კითხვის საპასუხოდ, მიიღეს თუ არა მიწვევა, "ტაბულას" მთავრობის ადმინისტრაციაში 16 იანვარს უთხრეს, რომ არც დავოსის ფორუმიდან და არც მიუნხენის კონფერენციიდან მიწვევა არ მიუღიათ, თუმცა რომც მოვიდეს, ვერ წავლენ.
მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენცია 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.