საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს - ინფორმაციას ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უდასტურებენ.
კითხვის საპასუხოდ, მიიღეს თუ არა მიწვევა, ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში ეუბნებიან, რომ ამ დროისთვის არც დავოსის ფორუმიდან და არც მიუნხენის კონფერენციიდან მიწვევა არ მიუღიათ, თუმცა რომც მოვიდეს, ვერ წავლენ.
ტაბულა დაინტერესდა, თუ რატომ ვერ წავლენ ივანიშვილის წარმომადგენლები აღნიშნულ ღონისძიებებზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს გაიმართება, ხოლო მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.