Wizz Air

Wizz Air ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას ივნისიდან დაიწყებს

Wizz Air

3 ივნისიდან, კომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას ივნისიდან დაიწყებს. ფრენა კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს შესრულდება. 

ლიონი იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი, რომელიც პარიზის შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. 

ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს. აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.

კომენტარები