Wizz Air

Wizz Air-ი ქუთაისიდან ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს

Wizz Air-ის საიტზე არსებული ინფორმაციით, კომპანია ქუთაისიდან ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის აპრილიდან აღადგენს. 

ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები კომპანიის ვებგვერდზე 2024 წლის 29 მარტიდან აღარ იძებნებოდა. 

Wizz Air-ის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ფრენების გაუქმება/შემცირება სავარაუდოდ კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდებოდა - ავიაკომპანიას 2023 წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია.

კომენტარები