Wizz Air

Wizz Air-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები 2025 წლის 14 იანვრამდე შეაჩერა

Wizz Air

ისრაელურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაბალბიუჯეტურმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა თელ-ავივიდან და თელ-ავივის მიმართულებით ყველა ფრენა 2025 წლის 14 იანვრამდე გააუქმა. მიზეზი, ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. 

"რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air დროებით შეაჩერებს ფრენებს თელ-ავივიდან და თელ-ავივის მიმართულებით 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით", - წერია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

ავიაკომპანია მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ ფრენები ისრაელიდან ან ისრაელის მიმართულებით, სხვადასხვა სახის ანაზღაურებას სთავაზობს. 

კომენტარები