ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო დაიბარეს

საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, მარიზი კობახიძის თქმით, მას პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გზის გადაკეტვის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს.

მარიზი კობახიძის თქმით, საქმე ეხება 23 იანვარს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას

"სახლში როცა დავბრუნდი სამსახურიდან დამირეკეს. ვუპასუხე, რა თქმა უნდა და მითხრეს, რომ ჩვენ გაწუხებთ ისანი-სამგორის განყოფილებიდან, თქვენ ბრძანდებით დაბარებული სასამართლოში, რუსთაველზე, 23 იანვარს გზის გადაკეტვის გამო.

23 იანვარს გადამიკეტია გზა - ვფიქრობ, როდის იყო 23 იანვარი, რა დღე იყო, რატომ იყო, რა ხდებოდა?

ერთადერთი რასაც ვფიქრობ - მე არასდროს არ მივსულვარ აქციაზე გზის გადაკეტვის დროს, მე მივდივარ აქციაზე მაშინ, როცა უკვე იქ გადაკეტილია გზა იმიტომ, რომ ჩემი სამსახური არ მაძლევს საშუალებას იქ ვიყო მთელი დღე და ამიტომ, ვცდილობ [...]

[...] თან ვერ დავდივარ ხშირად, ისევ სამსახურიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მაქვს - დავდივარ აუცილებელ მარშებზე, რომლებიც ჩვენს შვილებს ეხება.

ამიტომ, ვერ ვიხსენებ მომენტს, მაგრამ არ აქვს ამას მნიშნელობა იმიტომ, რომ მათ ასე უნდათ და ასე ჩათვალეს". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს ივანიშვილის სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს პატიმრობა შეუფარდა

თორნიკე გოშაძე, მარიზი კობახიძის შვილი დაკავებულებიდან ერთ-ერთია.

კომენტარები