პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელშიც ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უფლებამოსილება შეუწყვიტეს 49 ოპოზიციონერ დეპუტატს.
განიხილებოდა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველოს წევრებისთვის მანდატების შეჩერების საკითხი. მე-4 ბარიერგადალახულ პარტიას, გახარია საქართველოსთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს.
დეპუტატები, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ:
- მარიკა არევაძე,
- ლაშა ბაქრაძე,
- თინა ბოკუჩავა,
- საბა ბუაძე,
- გიორგი ბუტიკაშვილი,
- გრიგოლ გეგელია,
- ანა გოგოლაძე,
- სოფია გოლეთიანი,
- ანა დოლიძე,
- გიორგი ვაშაძე,
- თენგიზ თევზაძე,
- ქეთევან თურაზაშვილი,
- გიორგი იმედაშვილი,
- გიორგი კირთაძე,
- ცოტნე კობერიძე,
- მაია კოპალეიშვილი,
- თამარ კორძაია,
- ირაკლი კუპრაძე,
- თამარ ლალიაშვილი,
- გიორგი ლემონჯავა,
- ნანა მალაშხია,
- ნიკა მელია,
- კობა ნაყოფია,
- ანა ნაცვლიშვილი,
- რამაზ ნიკოლაიშვილი,
- კახა ოქრიაშვილი,
- დათუნა რაქვიაშვილი,
- სალომე სამადაშვილი,
- ხათუნა სამნიძე,
- ლევან სამუშია,
- ირაკლი ფავლენიშვილი,
- ანი ქავთარაძე,
- ოქტაი ქაზუმოვი,
- ბორის ყურუა,
- ფიქრია ჩიხრაძე,
- პეტრე ცისკარიშვილი,
- ლევან ცუცქირიძე,
- გიგი წერეთელი,
- ანა წითლიძე,
- ივანე ჭყონია,
- ლევან ხაბეიშვილი,
- მამუკა ხაზარაძე,
- ეკა ხერხეულიძე,
- ირაკლი ხვადაგიანი,
- ელენე ხოშტარია,
- ბადრი ჯაფარიძე,
- გაიოზ ჯაფარიძე,
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- სოფიო ჯაფარიძე.
კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობამ და კოალიციამ ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმებით ოფიციალურად 12 ნოემბერს მიმართეს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო კოალიციისთვის "ამ პარლამენტში მონაწილეობა, არალეგიტიმურ ქმედებების თანამონაწილეობად" ითვლება.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, კოალიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს აცხადებს საპარლამენტო მანდატებზე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანდატის დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართეს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებმაც.
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა TV პირველის ეთერში, გადაცემა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ოპოზიციური კოალიციების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების და მანდატებზე უარის თქმით ცესკოსთვის მიმართვას "პოპულისტური გადაწყვეტილება" უწოდა, რომელიც "აზიანებს საერთო საქმეს".