არჩევნები 2024

ძლიერი საქართველოს წევრები ცესკოს მანდატის დატოვების განცხადებით მიმართავენ

ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიის წევრები მანდატის დატოვების შესახებ ცესკოს განცხადებით მიმართავენ. ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე.

"პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა.

80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.

პ.ს. სხვათაშორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ". - წერს კუპრაძე ვიდეოს აღწერაში.

აქამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ და კოალიცია ცვლილებისთვის.

კომენტარები