დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

დასავლეთ სანაპიროს გამშვებ პუნქტთან სროლის შედეგად 2 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ფოტო: AP/Majdi Mohhamed

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე, ტაისირის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი სროლის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

IDF-ს ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა შეძლეს შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია.

ისრაელის მედიას ცნობით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ჯარისკაცი დაშავდა.

როგორც წერს Deutsche Welle, ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტულმა დაჯგუფებებმა "თავდასხმა მოიწონეს", თუმცა პასუხისმგებლობა თავისთავზე არავის აუღია.

კომენტარები