90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არ იყვნენ და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ამას ითვალისწინებს, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი არის ხელოვნურად გამოწვეული.
დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, თუმცა, სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია. ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაამწვავა