ერთია, როგორ საუბრობენ ისინი ქვეყნის შიგნით, ქართულ პროპაგანდაში როგორ იყენებენ ამას და მეორეა აქ როგორ საუბრობენ. ფაქტია, რომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათთვის ეს მოცემულობა. ვიცი, რომ თბილისში ცდილობენ წარმოაჩინონ გამარჯვებად. არანაირი გამარჯვება არ არის, იმდენად მძიმე პირობებია მათთვის, რასაც ყოველთვის უარყოფდნენ. მათი წარმოდგენილი ცვლილებებიც ამას გულისხმობს, არ უნდათ, რაც არის ჩაწერილი.
თეა წულუკიანი ძალიან აგრესიული იყო, შენიშვნაც კი მიიღო კომიტეტის სხდომაზე იმიტომ, რომ თავს დაესხა ოპონენტებს. ისინი გამწარებულები არიან ამ მდგომარეობით. მომავალი 2.5 თვე ქართულ ოცნებას მოუწევს ევროსაბჭოსთვის ამ საკითხებზე ყოველდღიურად პასუხის გაცემა.