ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მეზვრიშვილი: ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ბრძოლა სხვა მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ

მზია ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. რეჟიმთან ბრძოლა სხვა მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ. ეს ბრძოლა ჯანმრთელობას მოითხოვს. ამ ბრძოლას სჭირდება ჯანმრთელი მზია ამაღლობელი.

უდიდესი უპასუხისმგებლობაა საპირისპიროს მოწოდება ან პირდაპირ თუ ირიბად ამის წახალისება.

ჯანმრთელობა და თავისუფლება ქალბატონ მზიას! მისი საქმე შესაწყვეტია!

წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. 

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-18 დღეა შიმშილობს. 

კომენტარები