გიორგი გახარია

გახარია: პროპაგანდისთვის რომ ადეკვატური პასუხი გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდით

დღეს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება დგას სამ განზომილებაზე.

პირველი, ეს არის, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც არის ორგანიზებული და ძალიან კარგად მუშაობს. ეს უნდა ვაღიაროთ.

"ომი გინდათ?", "მიშა დაბრუნდება", და კიდევ ბევრი სამარცხვინო, მაგრამ ტყუილი, რომლისთვისაც შესაბამისი ადეკვატური პასუხი რომ გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდით.

შესაბამისად, პროპაგანდისტულ მანქანას პასუხს თუ ვერ ვცემთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროპაგანდისტული ინსტრუმენტები იყოს დასანქცირებული ან რამე სხვა მხრივ უნდა მივხედოთ.

მეორე - ესაა ფინანსური სპონსორები, ხომ არ გგონიათ, რომ ესენი თავისი ჯიბიდან აფინანსებენ რაღაცას? ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის გამოყენება ხალხისვე წინააღმდეგ.

და მესამე - რეპრესიული მანქანა, ის ძალოვნების სტრუქტურა, რომელსაც ტვინი ისე გადაუტრიალეს და რომელშიც ჩანერგეს ნახევრად კრიმინალური და გაუგებარი წარმომავლოს ხალხი, რომ იქიდან უკვე ადამიანები გარბიან.

ეს სამი განზომილებაა, რომელზეც დღეს ეს მოძალადე ხელისუფლება დგას.

საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში.

კომენტარები